
სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება,
სამაგისტრო პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
- გეომორფოლოგია, კარტოგრაფია
- ლანდშაფტური დაგეგმარება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის მაგისტრი.
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი (კოორდინატორი); პროფესორი დალი ნიკოლაიშვილი,

1. მოამზადოს შრომის ბაზარზე კონკურენტულ პროფესიონალი, რომელსაც ექნება გეოგრაფიის თეორიული საკითხების ღრმა ცოდნისა და ამ სფეროებში შემდგომი საქმიანობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ- ჩვევები და მაღალი პროფესიული ეთიკა.
2. ხელი შეუწყოს გეოგრაფიის (გეოგრაფიული გარსისათვის დამახასიათე- ბელი მოვლენებისა და პროცესების, მათ შორის გეოდინამიკური), ლანდშაფტური (სივრცითი) დაგეგმარების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და პროგნოზირების), კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური დარგის განვითარებას;
3. ხელი შეუწყოს გეოგრაფიის სფეროში ინოვაციურ-შემოქმედებითი მიდგომების განვითარებას.

- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი: საბუნებისმეტყველო, ზუსტ, აგრარულ, საინჟინრო, ეკონომიკურ, სოციალურ მეცნიერებებში და სხვა მომიჯნავე დარგებში.
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- ზეპირი გამოცდა სპეციალობაში.

ისეთი პროფილის ორგანიზაციები, როგორიცაა: ეკოლოგია და გარემოს დაცვა, კარტოგრაფია და ტერიტორიული (სივრცითი) დაგეგმარება, განათლების სისტემა, ინტერნეტ-პორტალები, მონაცემთა ბაზების შექმნით დაკავებული ორგანიზაციები, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ორგანიზაციები, საერთაშორისო და პოლიტიკური ორგანიზაციები, სამეცნიერო ექსპერტიზით დაკავებული ორგანიზაციები, საჯარო და კერძო რეესტრი, სახელმწიფო, ტერიტორიული მართვით და მეურნეობის სხვადასხვა დარგით დაკავებული ორგანიზაციები და სხვა.